თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMC) რელიგიური ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლების მონაწილეობით გიამართა სამუშაო შეხვედრა.
თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში აქვეყნებს ინფოგრაფიკას შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის კანონის პროექტის შესახებ, რომელიც განიხილება სამუშაო ჯგუფში პარლამენტში წარსადგენად.
თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მიესალმება იუსტიციის სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მომზადებას.
არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსელი (ENEMO) განცხადებას ავრცელებს, რომლითაც აზერბაიჯანის მთავრობას მიმართავს. ქსელში შემავალი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პატიმრობიდან „საარჩევნო მონიტორინგისა და დემოკრატიის სწავლების ცენტრის” (EMDS) თავმჯდომარე ანარ მამამადლი”.
თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელებს რამინ მამედოვისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ სავარაუდო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით.
ქვემო ქართლი. 8 აპრილს გენდერული თანასწორობის ქსელმა (GEN) ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ჩაატარა საჯარო დისკუსია, თემაზე: „ქალების გაძლიერება პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად".
აჭარა. 7 აპრილს, ბათუმში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, სამხრეთ კავკასიაში ადამიანის უფლებებში მთავარი მრჩეველი ვლადიმერ შკოლნიკოვი ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" დიდი ხანია სწავლობს საჯარო სამსახურში თანამშრომელთა აყვანა-გათავისუფლების საკითხებს და იცავს უფლებაშელახულ საჯარო მოხელეებს.
თბილისი. ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდა მკვლევართა –„სოციალური ცვლილებების მხარდამჭერები" – წარმომადგენლებმა კვლევა გამოაქვეყნეს: „სექსუალური შევიწროება – ქალთა „უჩინარი" დისკრიმინაცია".
კახეთი. თელავში, არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ნადიკვარის" ინიციატივით, გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: ეთნიკური უმცირესობების თემებში ადრეული ქორწინების პრევენცია.
თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს მთავრ პროკურორს, იუსტიციისა და ეკონომიკის მინისტრებს მიმართავენ და სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.
საიას ინფორმაციით, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, 2015 წლის 31 მარტს გამართულ სესიაზე, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, შემაჯამებელი დასკვნა შეიმუშავა. კომიტეტმა დასკვნითი მოსაზრებები რუსეთის ფედერაციის მიერ 2015 წლის 16 და 17 მარტს გაეროში წარმოდგენილი ანგარიშის და არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო.
კახეთი. თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში, გაიმართა დისკუსია საკითხებზე ჰომოფობია და ლგბტ თემის წარმომადგენელ ქალთა უფლებები.