შიდა ქართლი. 22 იანვარს, შავშვების საჯარო სკოლაში გაიმართა პროექტის დახურვის ღონისძიება. პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლას - შინდისი, ზერტი, მეჯვრისხევი, ტყვიავი, ტირძნისი, ახალდაბა, ხიდისთავი - 70,000 ლარის ღირებულების სხვადასხვა თანამედროვე სასკოლო ინვენტარი გადასცეს.
„კერძოდ, თითოეულმა საჯარო სკოლამ პროექტის ფარგლებში მიიღო „ჭკვიანი დაფები", კომპიუტერული ტექნიკა, სპორტული ინვენტარი, ბიოლოგიის ატლასები და სხვა დამხმარე ლაბორატორიული აღჭურვილობა.
პროექტს „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება" საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი" (CHCA) გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) პარტნიორობითა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით 2013-2015 წლებში ახორციელებდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: სოციალური ქსელი