კახეთი. საზღვრისპირა სოფელში, ერისიმედში, 20 მაისს, საინიციატივო ჯგუფმა – ,,ჩემი სოფელი" მოაწყო ფილმების - ჩაპლინის „ბავშვის" და ტრიუფოს „400 დარტყმის" ჩვენება. ფილმების ჩვენების შემდეგ ერისიმედელ ახალგაზრდებთან ერთად გაიმართა დისკუსია ფილმების შესახებ.
,,ვაჩვენეთ 2 ფილმი, გავავლეთ პარალელები ფილმში ასახულ გამოწვევებსა და დღევანდელ პრობლემებს შორის. დისკუსიის ბოლოს ვისაუბრეთ თუ როგორია თანამდეროვე შესაძლებლობები ჩვენი სოფლების პრობლემების გადასაწყვეტად, ასევე, შევთანხმდით ჩვენი თანაშრომლობის პრინციპებზე", აღნიშნა „ჩემი სოფელის" წარმომადგენელმა ნანა ბაგალიშვილმა.