კახეთი. ქალთა საინფორმაციო ცენტრი პროექტის „თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის” ფარგლებში ტრენინგებს ატარებს.
ტრენინგების სამიზნე ჯგუფს ამჯერად პოლიციელები, მასწავლებლები, ამბულატორიისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, უხუცეს ქალთა და კაცთა საბჭოს წევრები წარმოადგენენ.
ტრენინგის თემაა ოჯახში ძალადობა, მასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და ინსტიტუციური მექანიზმი, გენდერული თანასწორობა, სტერეოტიპები, გენდერული ძალადობა. ტრენინგი მიზნად ისახავს, აამაღლოს იმ ადამიანთა ცნობიერება, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ.
პროექტი ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ევროკავშირის დაფინანსებით, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან პარტნიორობით. პროექტის მიზანია პანკისის ხეობის მოსახლეობის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების და ლტოლვილების ცნობიერების ამაღლება ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესახებ.