თბილისი. 27 თებერვალს, განათლების მულტიმედია ცენტრში, გაიმართა ონლაინ კონფერენცია სამოქალაქო განათლების თემაზე. კონფერენციის სტუმარი იყო ლია გიგაური, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე.
ონლაინ კონფერენციის განმავლობაში სტუმარი პასუხობდა აუდიტორიაში მყოფი თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრების და „სკაიპის" მეშვეობით მიღებულ შეკითხვებს. მოსწავლეების მიერ დასმული შეკითხვები ეხებოდა აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბების და მოსწავლეთა ჩართულობის მნიშვნელობას დემოკრატიული საზოგადოების განვითარების პროცესში, სამინისტროს მიერ დაგაგმილ ცვლილებებს სამოქალაქო განათლების სწავლების ხელშეწყობის მიზნით და ზოგადად, სიახლეებს სასწავლო პროცესში. მოსწავლეები, ასევე, დაინტერესდნენ სხვადასხვა საგრანტო კონკურსებით და მათში მონაწილეობის შესაძლებლობებით, რომლებსაც სამინისტრო აცხადებს. სულ კონფერენციაში 150-ამდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
ონლაინ კონფერენცია გაიმართება სამოქალო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელბს PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში