თბილისი. მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სტატიას აზიარებს.
„ტოლერანტობა ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ქართულად შემწყნარებლობას ნიშნავს. მეცნიერები ამ ტერმინით აღნიშნავენ ადამიანის მზადყოფნას პატივი სცეს გარშემომყოფთა არჩევანს, მათ მსოფლმხედველობას, ცხოვრების წეს-ჩვეულებებს, სქესს, ასაკს, შეზღუდულ შესაძლებლობებს, მაშინაც კი, თუ ისინი მისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია.
მშობლებსა და ბავშვის აღზრდაში ჩართულ სხვა პირებს, სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით შეუძლიათ წაახალისონ ბავშვებში ტოლერანტობის ჩამოყალიბება და მისი შემდგომი განვითარება:
მიეცით მაგალითი;
განიხილეთ და იმსჯელეთ განსხვავებულობის სხვადასხვა გამოვლინებასთან დაკავშირებით;
გაამრავალფეროვნეთ ბავშვის ცხოვრებისეული გამოცდილება;
გაეცანით ტოლერანტობისადმი მიძღვნილ წიგნებს, ფილმებსა და მულტფილმებს;
ხაზი გაუსვით საკუთარი მახასიათებლებისადმი მიმღებლობის აუცილებლობას;
სრულად...
წყარო: macgeorgia.org