თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2022 წლის 10-15 დეკემბრის პერიოდში, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, ზამთრის სკოლა „კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“ გამართა.
ზამთრის სკოლას ორსაფეხურიანი კონკურსის საფუძველზე შერჩეული 25 მონაწილე ჰყავდა და მის მთავარ მიზანს პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით მონაწილეების ცნობიერების ამაღლება, არსებულ გამოწვევებზე დისკუსიების გამართვისა და შეხედულებების ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
სკოლის ფარგლებში, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და დამწყებ პრაქტიკოსებს, მათ შორის, მე-3 და მე-4 რანგის საჯარო მოხელეებს, მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ დარგის სპეციალისტების მიერ აქტუალურ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით დაგეგმილ ტრენინგებში.
15 დეკემბერს სკოლის დახურვის ცერემონიაზე მონაწილეებს ტრენინგთა კურსის წარმატებით გავლა მიულოცეს და სკოლის აქტივობები შეაჯამეს IDFI-ს კანონის უზენაესობისა და მედიის მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი დავითურმა, შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა/მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ - ერიკ ილესმა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პროფესორმა კონსტანტინე კორკელიამ.
სრულად...
წყარო: idfi.ge