სამცხე-ჯავახეთი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს ტიგრან თარზიანის ბლოგპოსტს: „ხოპანი“ - ჯავახეთის ახალგაზრდების ერთადერთი დასაქმების ადგილი.
„უთანასწორო შესაძლებლობები რეგიონში უფრო მკაფიოდ ჩანს ქალაქთან შედარებით, თუნდაც განათლების საკითხში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ არსებობს არაფორმალური განათლების მიღების ცენტრები, პროფესიული სასწავლებლები, უცხო ენების შესწავლის შესაძლებლობა და სხვა. ამიტომაცაა რომ, რეგიონიდან გარბის ხალხი, დღეს ფილოლოგიც, ხელოვანიც და მექანიკოსიც მუშაობს თბილისის რომელიმე უბნის მაღაზიაში, რადგან დაბრუნება რეგიონში უდრის უმუშევრობას, მიგრაციას, ან მძიმე ფიზიკურ უშედეგო შრომას. ასეთ პირობებში განვითარება შეუძლებელია. უმუშევრების რიგებში ახალგაზრდებს დიდი წილი უკავიათ, რის გამოც იზრდება სოციალური რისკები, საფრთხე ექმნება ქვეყნის მომავალს“, ნათქვამია ბლოგპოსტში.
სრულად...
წყარო: socialjustice.org.ge