თბილისი. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ასამაღლებლად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2 და 9 ივლისს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი კვართებით ითამაშებს.
„მატჩების მნიშვნელობას რამდენიმე ფაქტორი ზრდის: სამხრეთ აფრიკისთვის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ეს პირველი თამაშები იქნება, 2003 წლის შემდეგ საქართველოს და სამხრეთ აფრიკის გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან და ბოლოს: მატჩებს რაგბის სამყაროც განსაკუთრებით ელოდება, რადგანაც, პანდემიის გამო, არაერთი მასშტაბური ღონისძიება, მათ შორის - სპორტულიც, ხანგრძლივად იყო შეჩერებული“.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში