თბილისი. ორგანიზაციია „საფარი“ ინფორმაციით, ხანუმ ჯეირანოვას საქმის შესახებ გაეროს ქალთა კომიტეტმა გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
ჯეირანოვას ნათესავები ქმრის ღალატში ადანაშაულებდნენ. 2014 წლის 16 სექტემბერს მას თავს დაესხა ქმრის სამი ნათესავი, რომლებმაც იგი მთელ სოფელში ათრიეს და სასტიკად სცემეს. ქალს ოჯახის წევრებიც აიძულებდნენ ვირთხის საწამლავით მოეკლა თავი. დედამ ჯეირანოვა მეორე დღეს, ფარდულში გარდაცვლილი იპოვა: ცხედარი თოკზე ეკიდა. მოლებმა, რომლებმაც ქალის ცხედარი მოამზადეს აღნიშნეს, რომ ტანისამოსი სისხლით იყო გაჟღენთილი, მოწმის ჩვენებით, ის „სიკვდილამდე ნაცემი“ იყო.
„გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც სასტიკად სცემეს ოჯახის წევრებმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.
კანონდარღვევის შესახებ დღეს გამოქვეყნებულ მოსაზრებებში, ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (CEDAW) გამოხატავს წუხილს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მსხვერპლი ხანუმ ჯეირანოვას ოჯახის წევრების დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, რომლებმაც იგი უგონო მდგომარეობამდე სცემეს და ასევე მისი ნათესავებთან დაბრუნების გადაწყვეტილების გამო, რის შემდეგაც ქალი გარდაცვლილი იპოვეს“.
კომიტეტმა სახელმწიფოს დამოუკიდებელი გამოძიების დაწყება და დამნაშავეთა დასჯა დაავალა.
სრულად...
წყარო: sapari.ge