სამცხე–ჯავახეთი. 25-26 მაისს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „საარჩევნო კამპანიის პირველადი მენეჯმენტი ქალი კანდიდატებისათვის” ტრენინგი ჩატარდა.
აჭარა. 22 მაისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გენდერული თანასწორობის ქსელის წარმომადგენლები, ადგილობრივ ქალ ამომრჩევლებსა და მაჟორიტარებს შეხვდნენ.
შიდა ქართლი. 20 მაისს ასოციაცია „ინვალიდთა კლუბთან" არსებულ გორის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ტრენინგი - „სამოქალაქო აქტივიზმი და ქალთა პოლიტიკური ჩართულობა".
გურია. 20 მაისს, ოზურგეთში, გენდერული თანასწორობის ქსელმა ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატების მხარდასაჭერად შეხვედრა გამართა.
იმერეთი. 15 მაისს, ქუთაისში, პარლამენტის შენობაში „ჟურნალისტთა ქსელმა გენდერული თანასწორობისათვის" დეპუტატებთან ერთად სპეციალური მიმართვა გაავრცელა არჩევნების დროს ქალი კანდიდატების მიმართ დამოკიდებულებების შესახებ.
შიდა ქართლი. გენდერული თანასწორობის ქსელმა დაიწყო 2014 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში მონაწილე ქალი კანდიდატების მხარდამჭერი შეხვედრების მორინგი რაუნდი.
სამცხე–ჯავახეთი. 9 მაისს, ახალციხის დემოკრატიულო ჩართულობის ცენტრში, მედიის განვითარების ფონდმა, სახელწოდებით „ქალები წარსულიდან" – გამოფენა მოაწყო და ადგილობრივებს სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე ლიდერი ქალები გააცნო.
შიდა ქართლი. 7 მაისს, წეროვანის დევნილთა დასახლებაში, ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის ინიციტივითა და არასამთავრობო ორგანიზაციების - „ჩვენ-ჯანსაღი მომავლისათვის" და „უკეთესი მომავლისათვის" ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა დევნილ ქალბატონებთან.
თბილისი. სახალხო დამცველმა არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს 2013 საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის თავის „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები" წარუდგინა.
აჭარა. 2-4 მაისს, ქობულეთში, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ორგანიზებით დასავლეთ საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატებისათვის ტრენინგი „ქალი პოლიტიკოსების მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე" ჩატარდა.
კახეთი. ,ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით თელავის მედია კაფეში, გაიმართა კინოლოგ თამთა თათარაშვილის საჯარო ლექცია „გენდერი და სექსუალობა ქართულ კინოში".