მცხეთა-მთიანეთი. 1 ნოემბერს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით, „კავკასიის ველო ქსელმა“, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ანანურიდან არაგვის სათავგადასავლო ცენტრამდე, ჩაატარა ველოშეჯიბრს “Zhinvali XC Adventure 2020”, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრებისა და მოხალისეობრივი იდეის პოპულარიზაციას.
„ველოშეჯიბრი “Zhinvali XC Adventure 2020” ერთ–ერთი მოხალისეობრივი ინიციატივაა, რომელმაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ გამოცხადებულ კონკურსში „იდეების კონკურსი მოხალისეობრივი ინიციატივებისთვის“ გაიმარჯვა. კონკურსი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში ჩატარდა და მისმიზნად ისახავს მოხალისეობის იდეის პოპულარიზაციის ხელშეწყობას, მოხალისეობის გზით მოქალაქეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო აქტივობებში მათი ჩართულობის გაზრდას.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS)“.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში