თბილისი. 20 სექტემბერს, რესტორანმა „ეზო • ezo“ ცოდნის კაფეს და მის მხარდამჭერებს უმასპინძლა.
„ეზოს მზარეულები და ქიზიყელი ხანდაზმულები მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს ქიზიყური კერძებით უმასპინძლდებოდნენ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ქიზიყური რეცეპტით მომზადებული ლობიოში მოხარშული თონის პური, რომლის რეცეპტიც 89 წლის ზიზო მათეშვილმა სოციალურ ქსელში ცოდნის კაფეს მხარდამჭერ ვიდეოში გააზიარა და ყველას მოუწოდა, ცონდის კაფეს აშენებაში საკუთარი „აგური“ დაედო. ვიდეომ დიდი პოპულარობა მოიპოვა (831 000-ზე მეტი ნახვა, 1700-ზე მეტი კომენტარი, და 7,700 გაზიარება). ამის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ ეზო • ezo-ში ქიზიყური კერძების დღე გამართულიყო და შემოსული თანხა ცოდნის კაფეს ანგარიშზე გადარიცხულიყო. კერძების გარდა, წნორელი ხანდაზმულები ეზოში საკუთარი ხელით მომზადებულ მურაბებს, ნაზუქებს, წინსაფრებს და სხვა აქსესუარებს ყიდდნენ“, ნათქვამია Ewmi-Acces-ის გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში