თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) აქვეყნებს თამუნა ქებურიას მოსაზრებას - „Break the wheel" - ანუ რატომ ვერ ჩერდება უსამართლობის ბორბალი ჭიათურაში?" ავტორი მიმოიხილავს წლების განმავლობაში ჭიათურის მაღაროებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს და ასკვნის: „დღეს მთავარი ამოცანაა, ისეთი საზოგადოებისა და განვითარების ხედვების შესახებ მსჯელობის დაწყება, რომელიც დაგვაშორებს "სოციალური გადარჩენა vs ეკონომიკური საქმიანობის” დაპირისპირებას; რომლის ლოგიკაც კლანურ პრინციპებზე თუ არაფორმალურ გარიგებებზე არ იქნება დაფუძვნებული. ისეთი მონო-წარმოების რეგიონებში, როგორიცაა ჭიათურა, ტყიბული, კაზრეთი მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად იყოს ჩართული საწარმოს მართვისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ასეთ რეგიონებში მნიშვნელოვანია რესურსების მართვის გამჭვირვალობა, განვითარების ხედვაზე საჯარო მსჯელობა, ალტერნატივების გაჩენა და მონოპოლიების დამარცხება. დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ პროგრესზე მსჯელობის ხედვებმა შეითვისონ სამართლიანობისა და ინკლუზიურობის პრინციპები, სადაც დემოკრატიული, სოციალური და ეკოლოგიური კეთილდღეობები თანაარსებობენ და ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც ეკონომიკური ზრდა ან განვითარება".
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი