იმერეთი. ქუთაისში, პროექტის „HOME - გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში" ფარგლებში, მრგვალი მაგიდის დისკუსიის ფორმატში, შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემა იყო „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კუთხით არსებული მდგომარეობა და განხორციელებული აქტივობები". ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორები, პროექტის რესურსცენტრების წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები და დარგის ექსპერტები.
დისკუსია, რომელიც პროექტის ქუთაისის პარტნიორის „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს" მიერ იქნა ორგანიზებული, აგრძელებს დაგეგმილი ღონისძიებების ციკლს, რომელთა მიზანია მონაწილე ქვეყნებში საცხოვრისის მართვის გაუმჯობესება და ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და გერმანული ორგანიზაციის - „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO) ხელმძღვანელობით, პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხორციელდება. თბილისში პროექტის პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი".
სრულად
წყარო: CHCA-ის გვერდი სოციალურ ქსელში