კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ლაიფ ლაინ-ის" მთავარი მიმართულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციაა. ორგანიზაციას 30 ბენეფიციარი ჰყავს.
ორგანიზაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტს ანხორციელებს. მის ფარგლებში ბენეფიციარებს უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში ეხმარებიან. ორგანიზაცია დირექტორის გულიკო როსტოშვილის თქმით, პროექტის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია და ადაპტაციაა: ,,ვასწავლით სხვადასხვა საგნებს, გვაქვს სახელოსნო, სადაც სწავლობენ ხელ-საქმეს, ასევე ვასწავლით მათემატიკას, ზოგად უნარებს, თავდაცვას, ცეკვას, სიმღერას, ზოგიერთი მათგანი ხელოვნებით არის დაინტერესებული. ხელი მიგვიწვდება ბისერებზე, თექაზე, ბუნებრივ მასალებზე, მაკრამაზე. გარდა ამისა, ხდება ძაფების აპლიკაციებით მუშაობა, რომელიც ძალიან მოსწონთ. მუშაობენ ასევე ძერწზე და ეს არის ერთგვარი თერაპია, რომელიც განვითარებაში და სხვადასხვა უნარების გამომუშავებაში ეხმარებათ. ბისერებისგან აკეთებენ სამკაულებს, მინიატურულ ხეებს, თექისგან კი ჩანთებსა და ნატურმორტებს ".