თბილისი. „ინტერნიუს - საქართველომ" წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შემაჯამებელი შედეგების პრეზენტაცია 26 ოქტომბერს გამართა. „სიძულვილის ენა წინასაარჩევნო პერიოდში" – ასე ჰქვია მონიტორინგს, რომლის მიზანსაც წინასაარჩევნო პერიოდში ქართულ მედიაში სიძულვილის ენის გამოვლენა წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში მონიტორინგი შემდეგ მედიასაშუალებებს ჩაუტარდათ შემდეგ ტელეკომპანიებს: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი-2, იმედი, მაესტრო, მე-9 არხი, კავკასია, რეალ ტვ; რადიოებს: რადიო 1, იმედი, მწვანე ტალღა, ფორტუნა, აფხაზეთის ხმა, პალიტრა, უცნობი; (მონიტორინგი ჩაუტარდათ საინფორმაციო გადაცემებსა და ტოქ-შოუებს პრაიმ-ტაიმში). ბეჭდურ მედიასაშუალებებს: ალია, კვირის ქრონიკა, ასავალ-დასავალი, კვირის პალიტრა, 24 საათი, რეზონანსი, ახალი თაობა, პრაიმტაიმი, გზა, თბილისელები, რეიტინგი, სარკე, ტაბულა; ინტერნეტ-გამოცემებს: www.netgazeti.ge, www.liberali.ge, www.tribuna.ge, www.droni.ge, www. presa.ge, www. news.ge, www.for.ge, www.ambebi.ge.
ანგარიში
წყარო: media.ge