თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „იარე ფეხით" საზოგადოებას ვიდეოების ციკლს სთავაზობს, სადაც ასახულია საქართველოს ქალაქებში არსებული პრობლემები, რომლებიც დაბრკოლებას უქმნის ფეხით სიარულის მოყვარულებს.
ერთ–ერთი ყველაზე ბოლოს გავრცელებული ვიდეო ეხება თბილისში მიმდინარე მშენებლობებს, შენობების სარესტავრაციო კონსტრუქციებს, ტროტუარის ხარისხსა და ანტისანიტარიას მიწისქვეშა გადასასვლელებში.
„იარე ფეხით" არის ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ფეხით სიარულს ქალაქებში, ცდილობს დაიცვას ფეხით მოსიარულეთა უფლებები და იმედოვნებს, რომ შესძლებს ხელისუფლების დარწმუნებას, როგორც ეროვნულ, ისე მუნიციპალურ დონეზე, დაეხმაროს ფეხითმოსიარულეებს და, ამ კუთხით, უკეთესი პოლიტიკა გაატაროს.
წყარო: ორგანიზაციის„იარე ფეხით" ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში