თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენბტრი“ (EMC) აქვეყნებს ლუკა ნახუცრიშვილის თვალსაზრისს - „ფიცის სიმტკიცე და მოხეტიალე კონსტიტუცია-ხაიშელები სახელმწიფოს პირისპირ”, რომელიც ხუდონ-ჰესის მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხება.
„სოფელ ხაიშის მკვიდრი სვანები, 1980-იანი წლების წარმატებული პროტესტის შემდეგ, კვლავ დარაზმულან ხუდონ-ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ, რომლის პროექტმაც აქტუალურობა “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაიბრუნა“, - ვკითხულობთ, თვალსაზრისში, - „სვანები არ ჯერდებიან მოქალაქეობის იმ სუსტ, გამოფიტულ ფორმას, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს, და თავად იღებენ ინიციატივას საერთო ინტერესზე, რომლის თანაგანსაზღვრის უფლებაც მათ სახელწმიფომ ე.წ. ეროვნული ინტერესის სახელით ჩამოართვა. მათი საჯარო გამოსვლები კანონის, უფლებებისა და ეროვნული ინტერესის ენაზე მეტყველებს; ისინი ითხოვენ, “მიეცეს საქართველოს მოსახლეობას უფლება, ძირითადი და მტკივნეული საკითხები გადაიჭრას მისი უშუალო ჩარევით ანუ საერთო სახალხო რეფერენდუმისა და პლებისციტის გზით“. ამავდროულად, წმ. გიორგის ხატზე ფიცი იდება; 2018 წელს კი, პირველად 1948 წლის შემდეგ, ეწყობა სრულიად სასვანეთო ლალხორი, სვანეთის თემთა წარმომადგენლების შეკრება, რომლის გადაწყვეტილებებიც ტრადიციულად ასევე ხატზე ფიცის დადებით მტკიცდებოდა“.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი