ქვემო ქართლი. საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად, დაათვალიერა წალკის დროებითი მოთავსების იზოლატორი, რომელიც სახალხო დამცველის რეკომენდაციის გათვალისწინებით განახლდა.