თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები 2016 წლის 10 იანვარს, გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე დაღუპული სალომე ტატიშვილის საქმეს ეხმაურებიან.
„როგორც ცნობილია, 12 წლის სალომე ტატიშვილს, ტრასაზე დაშვებისას უკნიდან შეეჯახა დიდი სიჩქარით მოსრიალე სხვა ახალგაზრდა. მიღებული დაზიანებების შედეგად სალომე ტატიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
საქმის მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესის და საზოგადოებაში გაჩენილი არაერთი შეკითხვის გათვალისწინებით, გვსურს გამოვეხმაუროთ პირველი ინსტანციით საქმის სასამართლო განხილვისას გამოვლენილ ხარვეზებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი მიუთითებს, რომ სასამართლოს მსჯელობა არაერთ შემთხვევაში არის აბსტრაქტული და არადამაჯერებლი. განაჩენში მოყვანილი მსჯელობებიდან იკვეთება, რომ მთელ რიგ შემთხვევებში, მოსამართლის მიერ მტკიცებულებები ინტერპრეტირებული და შეფასებულია ცალმხრივად და ყურადღების მიღმაა დატოვებული არაერთი მოწმის ერთგვაროვანი ჩვენება. სასამართლო ფაქტებს უნდა აფასებდეს ობიექტურად და მიუკერძოებლად, რაც მოითხოვს ყველა მტკიცებულების შეფასებას, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ვინმესთვის რაიმე უპირატესობის მინიჭების გარეშე. მართლმსაჯულების სამართლიანად აღსრულების მიზნით, მნიშვნელოვანია თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ყურადღება გამახვილდეს იმ საკითხებზე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არადამაჯერებლად, საეჭვოდ და დაუსაბუთებლად იქნა გადაწყვეტილი/შეფასებული, ან საერთოდ შეფასების გარეშეა დატოვებული", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: phrgeorgia.wordpress.com