სამეგრელო. 8 თებერვალს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თანამშრომლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეს მოსახლეობას იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს.
თბილისი. "კოალიცია თანასწორობისთვის'' მიმართავს საქართველოს პარლამენტს და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაუმჯობესებას მოითხოვს.
თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს მთავრობასა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ეფექტიანი „შრომის უსაფრთხოების კანონის" ტექსტის შეჯერება.
თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.
თბილისი. ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა რეკომენდაციით, შეისწავლოს, გააუმჯობესოს ცხელი ხაზის მუშაობა და უზრუნველყოს უფასო ნომრის ხელმისაწვდომობა.
თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მეგობრის მოსაზრება წარადგინა.
თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC), მის პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმიანობისთვის განგრძობადი და დისკრიმინაციული ხელშეშლის საქმეზე განმცხადებლების ინტერესებს იცავს.
თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) აქვეყნებს ცენტრის მკვლევარის, ადამიანის უფლებათა სამართლის იურისტის, ლიკა ჯალაღანიას სტატიას „დანაშაული და სასჯელი ქვიარ წინააღმდეგობაში".
თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი დღეს თბილისის დემირელის სახელობის კოლეჯის ყოფილი მმართველის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლეს, ადვოკატსა და შავის ზღვის უნივერსიტეტის პროფესორებს შეხვდა.
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) წარმომადგენელმა, ანა აბაშიძემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევით შედგა.
გურია. 30 იანვარს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხაჯალიის საჯარო სკოლაში მხატვრული ფილმის „კარგი ბავშვები არ ტირიან" ჩვენება-განხილვა მოაწყვეს.
თბილისი. 30 იანვარს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მე-13 შეხვედრა გაიმართა.
აჭარა. 29 იანვარს, ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრში დისკუსია გაიმართა „ბავშვზე ძალადობა და საზოგადოების დამოკიდებულება".
თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტის, მაგდა ჯიმშელეიშვილის დახმარებით მოქალაქე მახარე მერებაშვილმა 3 წლიანი დავა მოუგო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრს.