თბილისი. „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ” ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ირაკლი ჩხვირკიას სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა.
„ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენით, ირაკლი ჩხვირკია, 2017 წლის 11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 2018 წლის 06 მარტს ჩხვირკია პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა, თუმცა, მისი საჩივრის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დღემდე გრძელდება.
GDI-ს მიაჩნია, რომ ქმედების ჯგუფური მოქმედების ორგანიზებად კვალიფიკაცია, ისე რომ, მსჯავრდებულს, ჯგუფის წევრებსა და მათ ქმედებებს შორის რაიმე სახის კავშირი არ იკვეთებოდეს გაუმართლებელია. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ GDI-ს მოსაზრება დაეხმარება სასამართლოს განსახილველი საკითხის სათანადოდ შეფასებაში”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: gdi.ge