თბილისი. სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!” მიმართვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და გენერალურ დირექტორს.
„მართალია, გადაცემის „ბრიფინგის დრო" ფორმატი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში, პოლიტიკური პარტიების ბრიფინგების ჩაწერასა და მონტაჟის გარეშე ეთერში განთავსებას ითვალისწინებს, თუმცა ვთვლით, რომ დაუშვებელია საზოგადოებრივი არხის ეთერი ნაცისტური იდეოლოგიის ორგანიზაციებს დაეთმოთ. მოგმართავთ, რათა შეიმუშაოთ შიდა რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნულ ფორმატში მაუწყებელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსების ანტიდისკრიმინაციული დებულებების დაცვას და მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას. მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქმედითი ღონისძიებები გადადგას, რათა მისი ეთერი საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივების და რასისტული ჯგუფების პლატფორმად არ იქცეს", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: mdfgeorgia.ge