თბილისი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა მიმართულება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამასთან თანამშრომლობით უერთდება გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიან გლობალურ კამპანიას.
კამპანია, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მოიცავს სხვადასხვა აქტივობას, რომელთა მიზანი ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
კამპანიის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება რამდენიმე ღონისძიებას გამართავს:
დისკუსია „რა უნდა ვიცოდეთ სექსუალური ძალადობის შესახებ?“
დრო: 25 ნოემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: კლუბი KHIDI (ჰეიდარ ალიევის მარჯვენა სანაპირო)
ფილმის „განსაწმენდელი“ ჩვენება და დისკუსია
დრო: 26 ნოემბერი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N3)
Სოკრატეს კლუბის დისკუსია „თვითმკვლელობამდე მიყვანა, როგორც ფემიციდის ფორმა“
დრო: 30 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32).
პანელური დისკუსია „ძალადობის მსხვერპლის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა“
დრო:7 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32).
Საჯარო ლექცია „ქართველთა შორის Წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ქალები”
დრო: 8 დეკემბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ოთახი B201, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)
სრულად...
წყარო: უნივერსიტეტის გვერდი სოციალურ ქსელში