კახეთი. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორია" პანკისელი ახალგაზრდებისთვის იწყებს პროექტს - „მე აქტიური მოქალაქე”. მასში მონაწილეობა ხეობაში მცხოვრებ ნებისმიერ უფროსკლასელს შეეძლება.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და „დემოკრატიის ლაბორატორიის" წარმომადგენლები პანკისის ხეობის საჯარო სკოლებს (ომალოში, დამასტურში, დუისში, წინუბანში, ჯოყოლოსა და ბირკიანში) ესტუმრებიან და მათ ბიბლიოთეკებს თანამედროვე ლიტერატურით განაახლებენ.
პარალელურად, სკოლებშივე გაიმართება შეხვედრები და დისკუსიები ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებისა და საჭიროებების გამოსავლენად. პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ და გაესაუბრონ ცნობილ სპორტსმენებს, მწერლებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს და მათთან ერთად იმსჯელონ იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რაც პანკისის ხეობის სკოლების მოსწავლეების წინაშე დგას.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში