თბილისი. მითების დეტექტორი ბლოგერ Natia Colussi-ს მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციაზე ბლოგპოსტს აქვეყნებს.
10 ივლისს, Natia Colussi (ნათია ქოლუსი) გამოეხმაურა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) მიერ სასწავლო გეგმაში ინკლუზიური სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შეტანის შესახებ სარჩელს. Colussi-ს მტკიცებით, სრჯ საკითხების სწავლების შეტანა სკოლებში თაობების განადგურებას უდრის, ხოლო სიტყვა „ინკლუზიური“ სქესის არ არსებობის აღმნიშვნელი ტერმინია.
„ნათია ქოლუსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ინკლუზიური სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების სასწავლო პროცესში შეტანა მათთვის არაბინარული იდენტობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და იმის სწავლებას გულისხმობს, თითქოს სქესი არ არსებობს, მცდარია. PHR-ის სარჩელი ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციას მიემართება, ხოლო ინკლუზიურობა ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი განათლების უფლებაზე“.
სრულად...
წყარო: mythdetector.ge