თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, პროკურატურამ, ქალი ფეხბურთელების მიმართ, მწვრთნელის მხრიდან სავარაუდო გარყვნილი ქმედების ფაქტზე, დევნის დაწყებაზე უარი განაცხადა. ასევე, უარი თქვა დაზარალებულთა დაცვის მიზნით მიახლოვების აკრძალვისა და მწვრთნელისათვის სამსახურებრივი საქმიანობის შეჩერებაზე.
„ორგანიზაცია იცავს 9 ქალი ფეხბურთელის ინტერესებს (მათ შორის ერთი ბავშვის), რომელთა მიმართაც მწვრთნელმა კაცმა განახორციელა სავარაუდო სექსუალური შევიწროება, სექსუალური ძალადობა და თაღლითობის დანაშაული.
სექსუალური შევიწროება და ძალადობა გამოიხატებოდა არასასურველ სექსუალური შინაარსის ფიზიკურ შეხებაში, კომენტარებსა და პორნოგრაფიული მასალის იძულებით ჩვენებაში.
თაღლითობაში ბრალდებული კაცი მწვრთნელი, რომელსაც ფეხბურთელი გოგოები სექსუალურ შევიწროებას და ბავშვების მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას ედავებიან, ამ წუთებშიც დასაქმებულია ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლის პოზიციაზე და ყოველდღიური შემხებლობა აქვს ბავშვებთან“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: phr.ge