თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატებმა" „ლიფტების საქმესთან" დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. „ვეხმაურებით თბილისის მოსახლეობის ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც მაღალსართულიან ბინებში ექსპლუატაციიდან გამოსული ლიფტების ბიზნესს უკავშირდება. ორგანიზაცია სამართლიანს უწოდებს მოსახლეობის პროტესტს, რა დროსაც, თბილისის მთავრობა ავარიული და ტექნიკურად გაუმართავი ლიფტების შეკეთებისთვის, ექსპლუატაციისთვის უყურადღებობას იჩენს, მეორე მხრივ კი სფეროზე პასუხისმგებელ კერძო კომპანიებთან საეჭვო კორუფციულ გარიგებებში იმყოფება. „ახალგაზრდა ადვოკატების" აზრით, კომპანიები, რომლეთა ვალდებულებაცაა მაღალსართულიან ბინებში ლიფტების გამართული მუშაობა უზრუნველყოს, ფატქობრივად, უმოქმედონი არიან", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში