კახეთი. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ცნობით, 21 ივნისს, 12:00-დან 16:00 საათამდე, კახეთში, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დასაქმების ფორუმი გაიმართება.
„დასაქმების ფორუმის მიზანია ახალგაზრდების, იძულებით გადაადგილებული, სამუშაო გამოცდილების არმქონე, ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში დაუსაქმებელი პირებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა.
ფორუმზე 35 მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანია წარადგენს 120–მდე ვაკანსიას, დასაქმებისა და სტაჟირებისათვის.
დასაქმების ფორუმი ტარდება ევროკავშირის დაფინანსებით და მისი ორგანიზატორები არიან საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი პროექტი „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“, Education Development and Employment Center (EDEC), თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი (TEDEC) პროექტი „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!) LEARN“, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA)“.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში