იმერეთი. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ვერა სვანაძემ და დიმა ქვარიანმა, სოფელ იანეთში და დიდ ჯიხაიშში მოსწავლეებისა და პედაგობისთვის ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა მედია წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის.
„ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება დეზინფორმაციაზე, ფაქტების გადამოწმებაზე, ანტი-დასავლურ პროპაგანდასა და მედია წიგნიერებაზე. ტრენერთა ტრენინგის (ToT) გადამზადებული ახალგაზრდები სამი თვის განმავლობაში, იმერეთის რეგიონის სოფლებში, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას უზრუნველყოფენ სხვადასხვა ჯგუფებთან, მათ შორის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან, თემის ლიდერებთან და მათ მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ”, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში