თბილისი. ევროკავშირისა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით, ორი წლის განმავლობაში, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობდა პროექტი, რომელიც მიზნად ბავშვთა უფლებების დაცვისთვის ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავდა.
„დღეს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები და მათი ქართულენოვანი თანატოლები ვერ სარგებლობენ ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისისათვის 12441 მოსწავლემ მიატოვა სწავლა. განსაკუთრებით მაღალია სწავლის მიტოვების მაჩვენებელი უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. ხშირია სწავლის მიტოვება მუშაობის დაწყების მიზეზით. მაღალ კლასებში რიცხული გოგონები სწავლას თავს ანებებენ გათხოვების შემდეგ. კვლევებით დასტურდება, რომ სკოლის მიტოვების პრობლემა შეიძლება თაობებზე ვრცელდებოდეს”, - ნათქვამია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რეგიონებში პროექტს ახორციელებდნენ: სამოქალაქო განვითარების ინსიტუტი, საზოგადოება „ბილიკი", რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი" და მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი