თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტების, სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტების (8 პირის) საქმეების პირველადი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს და მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის სავარაუდო ცემის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
თბილისი. 27 ივნისს, „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" „თეთრი ხმაურის მოძრაობასთან" ერთად კიდევ ერთხელ მიმართა საქართველოს პროკურატურას შოთა პაკელიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
გურია. 27 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდული ცენტრის თანატოლგანმანათლებლებმა, გაცვლითი პროგამის ფარგლებში ოზურგეთის ახალგაზრდულ ცენტრში ჩაატარეს პრეზენტაცია „არა ოჯახურ ძალადობას”.
თბილისი. „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ" (NIMD) დემოკრატიის სკოლაში „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის თაობაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შიდა ქართლი. გორში გამართული შეხვედრის მიზანს ჟენევაში, გალსა და ერგნეთში IPRM-ის სამშვიდობო მოლაპარაკებების დღის წესრიგისა და შედეგების გაცნობა წარმოადგენდა.
თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა პროკურატურას მოუწოდებს შოთა პაკელიანს მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში დაუყოვნებლივ მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი.
თბილისი. „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი" მიესალმება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ" მე-11 მუხლის მესამე პუნქტით შეთავაზებულ ფორმულირებას.
კახეთი. 2017 წლის 19 ივნისს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში სამი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც PHR სათემო სახლის – „თემი ქედელის" ინტერესებს წარმოადგენდა.