იმერეთი. 5-6 აპრილს, „ქალთა ფონდი საქართველოში"-ს ორგანიზებით, საქართველოში პირველად ჩატარდება ფემინისტური ფესტივალი.
„ფესტივალის საშუალებით გვინდა აღვნიშნოთ და ვიზეიმოთ ის უმნიშვნელოვანესი თარიღი, რომელიც საქართველოში პირველი ფემინისტური გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა” 100 წლისთავს უკავშირდება. გაზეთი ქუთაისში 1917-1918 წლებში, ფემინისტის, პუბლიცისტისა და აქტივისტის კატო მიქელაძის (1878-1942) თაოსნობით გამოიცემოდა.
ჩვენთვის ფესტივალი საშუალებაა ხაზი გავუსვათ თანასწორობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის იმ მნიშვნელოვან ისტორიულ მემკვიდრეობას, რომელიც საქართველოში ფემინიზმს გააჩნია. გვინდა, კიდევ ერთხელ, წინ წამოვწიოთ თემები, რაც ქალებისთვის ერთი საუკუნის წინაც და ახლაც აქტუალურია - იქნება ეს პოლიტიკური მონაწილეობა, ეკონომიკური გაძლიერება, განათლება, ოჯახი და ქორწინება, გენდერული ჩაგვრა და უსამართლობა, თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში