თბილისი. ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს სალომე ლაცაბიძის თარგმანს კრისტინ დელფისა და დიანა ლეონარდის წიგნიდან: „ნაცნობი ექსპლუატაცია. ქორწინების ახლებური ანალიზი თანამედროვე დასავლურ საზოგადოებებში".
„1970-80-იან წლებში ქალთა ჩაგვრის შესახებ მარქსისტულ-ფემინისტური მიდგომის ანალიზი მნიშვნელოვნად იცვლება. ავტორები ცდილობდნენ, ზუსტად განესაზღვრათ ის გზები, რომლითაც კაპიტალიზმი აყალიბებს ქალების ჩაგვრას როგორც ზოგადად საზოგადოების, ასევე კერძოდ, შრომის ბაზრის შიგნით. თუმცა, ასევე, შედარებით ვიწროდ განმარტავდნენ, თუ რატომ ინარჩუნებს კაპიტალიზმი ბირთვული ოჯახს და მასში ქალების ჩაგვრას. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ავტორი აღიარებდა ქალების ავტონომიური მოძრაობის საჭიროებას, მათი შეხედულებები განსხვავდებოდა იმის შესახებ, თუ რამდენად უწყვეტადაა ქალთა ჩაგვრა კაპიტალიზმთან გადაჯაჭვული ან რამდენად წარმოადგენს განცალკევებულ სისტემას, რომელიც გადახლართულია კაპიტალიზმთან; ამასთანავე, რამდენად ხედავდნენ ისინი პატრიარქატის მატერიალურ საფუძვლებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრული თარგმანი...
წყარო: emc.org.ge