იმერეთი. 5 ნოემბერს, ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვედაგორას საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა სოციალური მედიის ტრენინგი სამოქალაქო კლუბის მე–9, მე–10, მე–11, მე–12 კლასის მოსწავლეებისთვის. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა, სოციალური მედიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მოსწავლეებში და მისი გამოყენების უნარ–ჩვევების განვითარება პროექტის მიზნობრივ ჯგუფებში, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ახალგაზრდებმა გაიაზრონ, თუ რა როლი აქვს სოციალურ მედიას საზოგადოების მობილიზების საქმეში. ტრენინგს სულ 26 მოსწავლე მოსწავლე დაესწრო.
სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა ხორციელდება PH-International-ის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.
სრულად
წყარო: kedec.ge