თბილისი. 20 სექტემბერს ,,კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ - კავკასიურ სახლში" გაიმართა პროექტის მულტიკულტურული საზაფხულო სკოლის პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე აჩვენეს ბანაკის ცხოვრების ამსახველი ფოტოები და დოკუმენტური ფილმი, ასევე პროექტის ფარგლებში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ბავშვების მონაწილეობით.
მულტიკუტურული საზაფხულო ბანაკი 2012 წლის 8 აგვიტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით ფშავში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ: ,,კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ - კავკასიური სახლის" შაბათ-კვირის მრავალეროვანი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები და სხვა პერსონალი. ბანაკის განმავლობაში მოსწავლეებს უტარდებოდთ სახალისო გაკვეთილები, კინოგადაღება, ისწავლებოდა ქართული და რუსული ენები, იმართებოდა ინტელექტუალური და სპორტული შეჯიბრებები. ჩატარდა ორი ექსკურსია ვაჟა-ფშაველას მუზეუმსა და სოფელ თხილიანაში, ორი ლაშქრობა ზემო კანატიასა და ჩარგალში.
პროექტი დააფინანსა ,,ღია საზოგადოება–საქართველომ".
სრულად
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში