სამეგრელო. ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის ფარგლებში, ანაკლიაში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ტრენინგები ტარდება.
„ჟურნალისტურ ბანაკში ხუთ გუნდად დაყოფილი ახალგაზრდები ნიუსრუმის როლებს ირგებენ: ზოგი პროდიუსერია, ზოგი ჟურნალისტი, ზოგი ოპერატორი, ზოგი კი სცენარს წერს.
სათემო მობილიზება, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, გენდერული როლები, ცხოვრება გამყოფ ხაზთან, ქალები სამშვიდობო პროცესებში - ეს ის თემებია, რაზეც ჩვენი ბანაკის წევრები ოთხი დღის მანძილზე იმუშავებენ.
ტრენინგი თეორიული და პრაქტიკული სესიებისგან შედგება. თეორიული სწავლების დროს, ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან კონფლიქტურ და პოსტ-კონფლიქტურ სიტუაციებში გენდერულად მგრძნობიარე საკითხების გაშუქების პრინციპებს. პრაქტიკული სწავლება კი მოიცავს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ საველე გასვლებსა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების მომზადებას," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში