თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ოლგა კალინას ბლოგპოსტს: სისტემა, რომლისთვისაც არ არსებობ. „ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სულ 2-3 კვირა ვიყავი ჩაკეტილი, მაგრამ ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ შოკი მიმეღო. უცებ აღმოვაჩინე, რომ 21-ე საუკუნეში თურმე არსებობს ისეთი ადგილი, სადაც ადამიანის პიროვნებას, ნებას, უფლებებს სრულად აიგნორებენ და სადაც შენი მდგომარეობის გაპროტესტება ნიშნავს კიდევ უფრო მეტ შეზღუდვებს და ინექციებს, იმ ლოგიკით, რომ ფსიქიკურად ავადმყოფი ყოველთვის აპროტესტებს, რომ ის ფსიქიკურად ავადმყოფია და ექიმმა ყოველთვის უკეთ იცის რა გჭირდება შენ. როცა უკან დავბრუნდი და გადამიყვანეს ამბულატორიულ მომსახურებაზე, ამბულატორიაშიც ჩემი მკურნალი ექიმი კარგ პროგნოზებს არ აკეთებდა, დედაჩემთან საუბრობდა, რადგან სავარაუდოდ ფიქრობდა, რომ ჩემთან საუბარი არ ღირდა", ამბობს ოლგა.
სრულად...
წყარო: emc.org.ge