თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) აქვეყნებს განცხადებას სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოში პაციენტებისათვის იურიდიული დახმარების მიღების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
„შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 11 მარტს ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემა „იმედის კვირაში" გავიდა სიუჟეტი, სადაც ვახტანგ ამირანაშვილი მიუთითებდა, რომ მას არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებული ქალი ბენეფიციარების ბანაობისა და გაპარსვის პროცესში. სიუჟეტში ასევე ნაჩვენები იყო თუ რა დამამცირებელ და ღირსების შემლახავ პირობებში უწევთ ცხოვრება დაწესებულებაში მოთავსებულ ადამიანებს.
სწორედ, სიუჟეტში ნაჩვენებმა დარღვევებმა წარმოშვა საკითხზე ოპერატიულად რეაგირებისა და დირექტორის დაწესებულებიდან სწრაფი წესით ჩამოშორების საჭიროება, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული არასათანადო და ღირსების შემლახავი მოპყრობის, გენდერული დისკრიმინაციისა და შესაძლო ძალადობის შემთხვევების რისკები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
ორგანიზაციის განცხადებით, სამინისტრომ საზოგადოებრივი მღელვარების ჩახშობის მიზნით მხოლოდ ფორმალურად დანიშნა დროებითი მმართველი, რაც გაუმართლებელი და მიუღებელია. PHR მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს უზრუნველყოს ბენეფიციარების უფლებადამცველებთან შეხვედრა.
სრულად...
წყარო: phrgeorgia.wordpress.com