კახეთი. საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ,,ბიზნეს ცენტრმა კახეთმა", დედოფლისწყაროში, გამართა შეხვედრა შემდეგ საკითხზე – როგორია რეგიონული ეკონომიკა კახეთში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, ჟურნალისტები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები.
საზოგადოებას მიაჩნია, რომ კახეთის რეგიონული განვითარების 5 წლიან სტრატეგიაში, რომელიც დამუშავების პროცესშია, უნდა შევიდეს ისეთი პრობლემები რომელიც ეკონომიკის კუთხით მუნიციპალიტეტების როლს განსაზღვრავს.
მაკა ხაზიური, ჟურნალისტი: ,,კახეთი ერთ-ერთ მდიდარ რეგიონად ითვლება და ეკონომიკის მხრივ დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ რეგიონს ჭირდება გეგმა რისი მიხედვითაც განვითარდება ეკონომიკა".
,,ბიზნეს ცენტრის" ხელმძღვანელის, სოსო მიქელაძის თქმით, რეგიონში ეკონომიკის კუთხით პრობლემების გამოვლენაა საჭირო:
,,პირველ რიგში პრობლემების ანალიზი უნდა მოხდეს ყველა მუნიციპალიტეტში. რეგიონში გამოსაკვლევია ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლებიც და სხვა ბევრი საკითხი, რომელიც შესასწავლი და გასათვალისწინებელია რეგიონული ეკონომიკის დასაგეგმად".