თბილისი. საქართველოს დემოკრატიული განვითარების ინიციატივა (GDI) აქვეყნებს ზვიად ქორიძის საჯარო ლექციის ვიდეოჩანაწერს: „ესკიზები ქართული ლიბერალიზმის ისტორიისათვის".
„ილია ჭავჭავაძე არასოდეს იქნებოდა ალექსანდრე ჭავჭავაძის „მემკვიდრე", საზოგადოებრივი თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ ჭავჭავაძე იყო ისიც, ის არასოდეს მიიღებდა მონაწილეობას შეთქმულებაში, მერე არ გაყიდიდა ამ შეთქმულებას და ამ გაყიდული შეთქმულების შედეგად აღებული ფულით არ აიშენებდა სასახლეს, ეს სხვა მომენტია. ილია ჭავჭავაძე იყო ადამიანი, რომელიც გეუბნებოდა, რა უნდა აკეთო შენ, იმისათვის რომ იყო თავისუფალი. მან იქამდე აწია თამასა, რომ ბოლოს თქვა თავისუფლებას როცა უმღეროდა, რომ „ხე ცნობადისა, ედემს რგული, შენი ხე იყო". ანუ, პრინციპში, ადამიანს ეუბნება, რომ შენმა მსგავსებმა, პირველმა ადამიანებმა სამოთხე დათმეს, იმისთვის, რომ თავისუფლება მიეღოთ, ანუ, თავისუფლებისთვის მათ გაწირეს სამოთხის ბაღი და დაიწყეს საუკუნო სიარული, საუკუნო მიგრაცია, საუკუნო ხეტიალი, ეს არის ლიბერალიზმი", ნათქვამია ლექციაში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში