თბილისი. CENN-მა ახალ ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი და, საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდებისთვის, სკოლებსა და ბიბლიოთეკებში, ათამდე ეკო ჰაბს გახსნის.
ბოლნისის, თელავისა და ბათუმის შემდეგ, ეკო ჰაბი ტყიბულის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრშიც გაიხსნება, რომელიც CENN-ისა და ტყიბულის „საქნახშირის" ერთობლივი ძალისხმევით მოეწყობა.
საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდებისთვის „ეკო ჰაბების" არსებობა ხელს შეუწყობს მოსწავლეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, მათ ჩართვას პრობლემების აღმოფხვრაში და სოფლად მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვაში.
ტყიბულის „ეკო ჰაბის" ოფიციალური გახსნა 2017 წლის სექტემბერში იგეგმება.
ინიციატივა ხორციელდება CENN-ის პროექტის - „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სრულად
წყარო: http://environment.cenn.org/ge