თბილისი. 2017 წლის 3-4 ივლისს, ა(ა)იპ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა ხანდაზმულთა სათემო მომსახურების თანამშრომლებს ჩაუტარა საგანმანათლებლო ტრენინგი თემაზე „ხანდაზმულებთან მუშაობის თანამედროვე მიდგომები".
თბილისი. "პირველი ნაბიჯის" ორგანიზებითა და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით, სპეციალისტებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის ერთ-ერთი მიდგომის - DIR/Floortime მოდელის ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ.
თბილისი. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „შშმ პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება'' - ფარგლებში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მრჩეველთა საბჭომ მორიგი შეხვედრა გამართა.
თბილისი. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ აქვეყნებს ვიდეორგოლს, რომელშიც ევროკავშირის მიერ სწავლის დაფინანსების რეალური ისტორიაა მოთხრობილი.
გურია. 26 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, გურიის ახალგაზრდულმა რესუსრცენტრმა ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის (ACCESS) საზაფხულო სკოლას უმასპინძლა.
კახეთი. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა კაჭრეთში საზოგადოებრივი კოლეჯის, „აისის" სტუდენტებსა და ლექტორებს ჩაუტარა ტრენინგი - „ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა".
სამეგრელო. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბავშვთა საკითხების გაშუქების შესახებ ტრენინგი სამეგრელოში ბაზირებული ონლაინგამოცემა livepress.
თბილისი. განათლების საერთაშორისო ცენტრში, 2017 წლის ივლისში, ყოველ ოთხშაბათს გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები 2018-2019 წლების აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის შესახებ.
კახეთი. 25–27 ივნისს, ასოციაცია „ათინათის” ახალგაზრდული ცენტრის წევრი მარიამ სალია გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა თელავის ახალგაზრდული ცენტრში.
თბილისი. ორგანიზაცია, „კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ" სოციალურ თერაპიაში სემინარის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულთა მეთოთხმეტე ნაკადი გამოუშვა.
თბილისი. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი ეგიდით, პოლიციელებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა და სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები".
კახეთი. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარა.
თბილისი. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდნენ.