თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი გამონათქვამების გახშირებისა და გენდერული უთანასწორობის ატმოსფეროს გაძლიერების გამო.
„2018 წლის 26 მარტის სხდომაზე საბჭოს მოსამართლე მამაკაცმა წევრებმა, არამოსამართლე წევრის - ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ განაცხადეს, რომ იგი იტყუებოდა, მასთან საუბარი არ შეიძლებოდა და მისი მოსმენა არ შეიძლებოდა. რაც დასრულდა საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის მიერ, ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ გაკეთებული მიმართვით, რომ ნაზის შესაძლოა მართავდეს მისი მეუღლე დავით გამისონია.
როგორც საბჭოს სხდომებზე, ასევე მედია სივრცეში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კაცი წევრების მიერ საბჭოს ქალი წევრების მიმართ კრიტიკის გამოხატვა, არაეთიკური და გენდერული სტერეოტიპებით განპირობებული შინაარსით, პრაქტიკად იქცა, რაც ღირსების შემლახველია და ქმნის მტრულ გარემოს ქალი წევრებისთვის", ნათქვამია განცხადებაში.
კოალიცია მოუწოდებს დამოუკიდებელ ინსპექტორს შეისწავლოს გენდერული შევიწროების შემთხვევები.
სრულად...
წყარო: coalition.ge