თბილისი. დღის ცენტრში „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" PHR-ის წარმომადგენელმა, თათია მიქელაძემ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.

„შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებს ეხებოდა, რომელსაც ამავე დღის ცენტრის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ფსიქოლოგები და აღმზრდელები ესწრებოდნენ.

ფსიქოლოგების და სპეციალური მასწავლებლების ნაწილს სტუდენტები წარმოადგენდნენ, რომლებიც, რომლებიც დაწესებულებაში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გადიან პრაქტიკას. როგორც მათ აღნიშნეს, უმაღლესი განათლების სისტემის ფარგლებში არ მიუღიათ არანაირი ცოდნა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ამ მიმართულებით შშმ პირების საჭიროებებთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ფსიქოლოგიისა და ინკლუზიური განათლების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები არიან, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს, თუ რამდენად იგნორირებულია საუნივერსიტეტო სივრცეში მოცემული საკითხები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: phrgeorgia.wordpress.com