თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) იურისტები ბავშვის საპროცესო წარმომადგენლად დანიშვნას ითხოვენ.

„13 იანვარს ორგანიზაციას 13 წლის გოგონა დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. არასრულწლოვანის მონათხრობის მიხედვით, იგი მინდობით აღზრდაში ცხოვრობდა. არასრულწლოვნის კანონიერმა წარმომადგენელმა, სოციალური მომსახურების სააგენტომ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, სურვილებისა და აზრის გათვალისწინების გარეშე, დაიწყო ბავშვისთვის არსებითად მნიშვნელოვანი პროცესი, რაც მისი საცხოვრებელი ადგილის ცვლილებას უკავშირდებოდა. საქმის ყველა ეტაპზე არასრულწლოვანი წინააღმდეგობას გამოხატავდა იმ სახლიდან წასვლაზე, სადაც, ფაქტობრივად, მთელი ბავშვობა გაატარა. არასრულწლოვანი თავისივე ხელით დაწერილ წერილში მოგვმართავს – "გთხოვთ იყოთ ჩემი ადვოკატები, იმიტომ რომ არ მინდა არსად წასვლა”.

აღნიშნულის საფუძველზე PHR-ის ადვოკატებმა მიმართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს და საპროცესო წარმომადგენლად დანიშვნა ითხოვეს, რაზეც სააგენტომ კატეგორიული უარი განაცხადა და იურისტებს ბავშვთან ყოველგვარი კომუნიკაცია აუკრძალა. მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენლად ჩართვის მოთხოვნით ორგანიზაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: phrgeorgia.wordpress.com