კახეთი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისმა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საჯარო შეხვედრა გაიმართა. რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელის, მარეხ მგალობლიშვილის თქმით, შეხვედრის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შორის ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებებზე, კერძოდ ქალთა უფლებებზე, აგრეთვე, უკანასკნელ პერიოდში საქართველოს შრომის კოდექსში შეტანილი ცვილელების შესახებ, რომელიც ეხება დასაქმებულ ქალთა უფლებებს: ,,შეხვედრაზე ვისაუბრეთ შრომის კოდექსის შესახებ, დამსწრე საზოგადოებას გავაცანით კოდექსში შესული ცვლილებები და ვუპასუხე კითხვებს ქალთა უფლებებთან დაკავშირებით."
შეხვედრაზე, ასევე, საუბარი იყო საქართველოში ქალთა საკუთრების უფლების შესახებ და ქალებს შორის სოლიდარობის მნიშვნელობაზე.