შიდა ქართლი. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის პროექტების თანადაფინანსების პროგრამების განხორციელების წესები დაამტკიცა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა გაიზარდა. ცვლილებები გატარდა პროექტის - „ადვოკატირება ეფექტური მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, რომელსაც, NDI საქართველოსა და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, გორის საინფორმაციო ცენტრი და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გორის ოფისი ახორციელებენ.
გორის მუნიციპალიტეტის პროექტებისა და ინიციატივების თანადაფინასების მოქმედ პროგრამებში არსებული ხარვეზები პროექტის დაწყებისას ჩატარებული თვისებრივი კვლევის შედეგად გამოვლინდა. აღმოჩნდა, რომ არ არსებობდა ერთიანი წესები, რომელიც უზრუნველყოფდა პროეტების განხორციელებაში მოსახლეობის მონაწილეობის გაზრდას და თანადაფინანსების პროცესების გამჭვირვალობას უზრუნველყოფდა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის გორის მუნიციპალიტეტის პირველი ლობისტი ქალის წარმატება - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გორის ფილიალის ხელმძღვანელი, დარეჯან მურადაშვილი და გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, მიხეილ ჩიტაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ლობისტებად, ინიცირებული სამართლებრივი აქტების პროექტების ლობირებისთვის დარეგისტრირდნენ.
სრულად
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში