თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა
გამოაქვეყნა რეგიონული ჟურნალისტებისთვის გამართული
კონკურსის შედეგები. კონკურსი, რომლის თემა იყო „სამოქალაქო აქტივობა!", მიზანდ ისახავდა სამოქალაქო აქტივობის,
საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის და მოქალაქეთა ინიციატივების უფრო ფართოდ
და ღრმად გაშუქების ხელშეწყობას.
კონკურსი გაიმართა 3 ნომინაციაში: საუკეთესო საგაზეთო სტატია; საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი; საუკეთესო რადიო
სიუჟეტი.
კონკურსის ჟიურიმ (ზვიად ქორიძის, დავით პაიჭაძის
და სოსო სიმონიშვილის შემადგენლობით) გამოავლინა გამარჯვებული ჟურნალისტები.
ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესო სტატიისა და
საუკეთესო რადიო-სიუჟეტის ნომინაციებში გამარჯვებული არ გამოვლინდა.
საუკეთესო
სატელევიზიო სიუჟეტის ნომინაციაში
გამოვლინდა 2 გამარჯვებული: მარიამ
აშუღაშვილი (კახეთი) და ნინო ჩიბჩიური(შიდა ქართლი), რომელთაც
გადაეცემათ 500-500 ლარი;
საუკეთესო სტატიის ნომინაციაში წამახალისებელი
პრემია (300 ლარი) გადაეცემა თემურ
მარშანიშვილს (გურიის მოამბე, ოზურგეთი);
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის
სპეციალური პრიზი და 500 ლარი გადაეცემა გოგა
აფციაურს (რადიო თავისუფლება, გორი).